კაიზენის ინსტიტუტი KAIZEN™ სერვისების პირველადი და წამყვანი პროვაიდერია
კაიზენ ინსტიტუტის (KIGE) ფუნქციონირება საქართველოში ოფიციალურად დაიწყო 2017 წლის სექტემბერში. 2014 წლიდან KIGE-ის ამჟამინდელი დირექტორი ლალი ყიფშიძე არის შპს ‘მენეჯმენტ კონსალტინგ ინტერნეშენელის’ (MCI) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია მიზნად ისახავდა საჯარო, საზოგადოებრივი და კერძო სექტორის ორგანიზაციების მართვის უნარების გაძლიერებას კორპორაციულ სფეროში საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. MCI-ს გამოცდილება განვითარდა და "კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს" შესაქმნელ შესანიშნავ ბაზად ჩამოყალიბდა, რომლითაც ქალბატონი ყიფშიძე და მისი გუნდი ცდილობს, აამაღლოს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობა და ზრდის ტემპი KAIZEN™-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ჩვენი ბრენდის დაპირება
ავთენტური
ჩვენ გავაცანით მსოფლიოს KAIZEN™ -ის მეთოდოლოგია 1985 წელს

პრაქტიკული
ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვაქცევთ ნამდვილ ექსპერტებად თავიანთ საქმეში
ჰოლისტიკური
ჩვენი პრინციპები ეხება ყველას ორგანიზაციაში, ვინც მუშაობს ერთი და იგივე მიზნისთვის და იზიარებს იგივე KAIZEN™-ს
მსოფლიო მასშტაბით
მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან ჩვენი მუშაობის გამოცდილება შეიძლება, გამოყენებულ იქნას ნებისმიერ სიტუაციაში
რატომ KAIZEN™
კლიენტებთან ვმუშაობთ იმგვარი პროცესების შესაქმნელად, რომლებიც წარმოაჩენენ პრობლემებს და ამავდროულად ვატრეინინგებთ, ვაძლიერებთ მათ გუნდს ამ პრობლემების გადასაჭრელად.
ჩვენს კლიენტებთან პარტნიორობისას, ვიკვლევთ, ვავითარებთ და ვაქვეყნებთ უწყვეტი გაუმჯობესების სხვადასხვა ასპექტს, რითაც საშუალებას ვაძლევთ მათ, განახორციელონ მდგრადი გაუმჯობესება ჩვენი კონსულტაციის, ტრეინინგისა და ბენჩმარკინგული ღონისძიებების მეშვეობით და მივუძღვებით თავიანთ KAIZEN™ მოგზაურობაში
კომპანიის ისტორია
კაიზენ ინსტიტუტის ისტორია დაიწყო 80-ანი წლების შუიდან. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ისტორია მსოფლიო მასშტაბით ორგანიზაციების კონსულტაციებითა და ტრეინინგებით მომსახურებაში, განსაკუთრებით კი KAIZEN™ მიმართულებით, Lean მენეჯმენტსა და მუდმივ გაუმჯობესებაში.

"თავდაპირველად, ჩანდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელო იყო და ამიტომ არ ვაპირებდით იმის გაუმჯობესებას, რაც მანამდე იყო მიღწეული. თუმცა, პირველი რეზულტატების მიღების შემდეგ, საოცარი იყო იმისი აღმოჩენა, თუ ჯერ კიდევ რამდენი არაეფექტური რამ არსებობდა და როგორი ადვილი იყო შემდეგი გაუმჯობესება. როგორც კი პირველი რეზულტატები ცნობილი გახდა ყველასათვის, ამან შექმნა მოტივაცია სტატუს ქვოს გამოსაწვევად და მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესებისათვის. შეიქმნა ახალი დნმ, რომელმაც განაპირობა მდგრადობა."
დანიელ მირაბილი - CEO
NEC Brazil S.A., ბრაზილია
KAIZEN™ მეთოდოლოგიის განვითარების ისტორია
KAIZEN™ მეთოდოლოგია თანდათან განვითარდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. 1980 წელს იგი, როგორც სისტემატური მეთოდოლოგია, საჯაროდ და ოფიციალურად წარუდგინა მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადმა წიგნმა "KAIZEN™"-მა კაიზენ ინსტიტუტის დამაარსებლის მასააკი იმაის ავტორობით.
კაიზენ ინსტიტუტი მსოფლიოში

ქვეყნები, რომლებიც ჩვენი მომსახურების არეალში შედიან და აქვთ კაიზენ ინსტიტუტის ოფისები
მომსახურების არეალის ქვეყნები
შეარჩიეთ ქვეყანა
კონტაქტი
შპს კაიზენ ინსტიტუტი საქართველო
ვაჟა ფშაველას 70ა
0186 თბილისი
საქართველო
Tel: +995 32 2320494
geo.kaizen.com
geo@kaizen.com
მასააკი იმაი
კაიზენ ინსტიტუტის დამფუძნებელი
უწყვეტი გაუმჯობესების მამად აღიარებული, მასააკი იმაი იყო KAIZEN™ ფილოსოფიის გლობალურად გავრცელების პიონერი და ლიდერი. 1985 წელს, მაასაკი იმაიმ დაარსა კაიზენ ინსტიტუტი კომპანიებისთვის მსოფლიოს მასშტაბით KAIZEN™ მეთოდოლოგიის დანერგვაში დასახმარებლად და ამასთან, აცხადებდა, რომ ყველა კომპანიამ უნდა გამოიყენოს KAIZEN™, როგორც მათი კორპორატიული სტრატეგია. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, იმაის ავტორობით გამოდის წიგნები, სტატიები, იმართება ლექციები KAIZEN™-ის, „Lean“, ხარისხის, ლიდერობისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. იმაი სწორად ხვდება იმ ნაბიჯების საჭიროებას, რომლებიც აუცილებელია კომპანიის ახალ საფეხურზე ასაყვანად და მაღალი სტანდარტების მისაღწევად, რისთვისაც აქცენტს აკეთებს პროცესებზე და არა შედეგებზე.
მასააკი იმაის მიერ დაწერილი წიგნები
- 2012: "gemba KAIZEN™: A Commonsense Approach to a Continuous Improvement Strategy, 2nd Edition" (McGraw Hill)
- 1997: "gemba KAIZEN™: A Commonsense, Low-cost Approach to Management" (McGraw Hill)
- 1986: "KAIZEN™: The Key to Japan’s Competitive Success" (McGraw Hill)
- 1975: "Never Take Yes for an Answer: An Inside Look at Japanese Business"
მოითხოვეთ მაასაკი იმაი, როგორც გამორჩეული სპიკერი
მასააკი იმაი, როგორც ორგანიზაციის ელჩი და თვალსაჩინო ლიდერი, აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, მონაწილეობს რა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონფერენციებში, მისი უნიკალური და დამაჯერებელი KAIZEN™-ის გზავნილით. აირჩიეთ ერთ-ერთი შემდეგი სერვისი:
სიტყვით გამოსვლა
მასააკი იმაი აწყობს გამოსვლებს KAIZEN™-ის, "Lean"-სა და უწყვეტ გაუმჯობესებთან დაკავშირებულ საკითხებზე კერძო თუ საჯარო შეხვედრებსა და კონფერენციებზე.
კომპანიაში ვიზიტი და სიტუაციის ადგილზე გაცნობა
მასააკი იმაი მოდის თქვენს ორგანიზაციაში, ადგილზე ეცნობა სიტუაციას და გიზიარებთ აზრებს გაუმჯობესების შესახებ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაიზარდოს ორგანიზაციის შიგნით ხალხის მოტივაცია და მორალი, ნებისმიერ დონეზე.
სიახლეები
24. თებერვალი 2018
კაიზენ ინსტიტუტი საქართველო B2B შეხვედრებზე
15. იანვარი 2018
კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს პირველი კლიენტი
01. თებერვალი 2018
კაიზენის მეთოდოლოგია სასტუმროს მენეჯმენტში საქართველოში
დაინტერესდით კაიზენ ინსტიტუტის საკონსულტაციო სერვისით?
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს იდეების ქმედებებში სწრაფი გარდასახვით საუკეთესო შედეგების მიღებაში.
დაინტერესდით კაიზენ ინსტიტუტის ტრეინინგ პროგრამით?
კაიზენ ინსტიტუტის გამორჩეული ტრეინინგ პროგრამა მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის შესწავლას. შესაძლებელია ადგილზე ვიზიტებიც.