კაიზენის მეთოდოლოგია სასტუმროს მენეჯმენტში საქართველოში

 2018 წლის თებერვლიდან კაიზენის ინსტიტუტმა საქართველომ დაიწყო შპს "ლუკექსპოჯორჯიასთან" საკონსულტაციო თანამშრომლობა მისი  ახალი ბიზნეს მიმართულებისთვის ბიზნეს გეგმის მომზადებასა და ღირებულებათა ნაკადის განსაზღვრაში სასტუმროს მშენებლობისა და მართვისთვის. საქართველო არის მსოფლიოს უახლესი და საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილი და შესაბამისად, საქართველოში ტურიზმი მზარდი განვითარებით ხასიათდება, სექტორი უფრო და უფრო მეტ ახალ ინვესტორს იზიდავს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია საქართველოში სასტუმროს მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის სფეროს შემოსავლების ზრდას. აღნიშნულ სფეროს უწყვეტი გაუმჯობესების მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.

arrow up
?>