ტერმინები

აღმოაჩინე KAIZEN™-ის შესაბამისი ტერმინები და განმარტებები

"ერთი ნაწილის ნაკადი"

"ერთი-ნაწილის ნაკადი" ესაა წარმოება, როდესაც ნაწილები მზადდება სათითაოდ და გადაინაცვლებს შემდეგი პროცესისკენ. ერთ ნაწილიანი ნაკადის უპირატესობაა 1) დეფექტების სწრაფი გამოვლენა, რათა თავიდან იქნას აცილებული დიდი მასშტაბის დეფექტები, 2) მოკლე დრო პროდუქციის დასამზადებლად, 3) შემცირებული მასალა და ინვენტარის ხარჯები და 4) სამუშაო ადგილისა და საწარმოს მინიმალური ზომა.


"ოთხმოცი-ოცი"-ის წესი

ეხება პარეტოს პრინციპს, რომ მოვლენების დაახლოებით 80% გამოწვეულია მიზეზების 20 %-დან


"ტოიოტას" წარმოების სისტემა (TPS)

მეთოდოლოგია, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც KAIZEN™- ის ტოიოტაში გამოყენებითაა გამოწვეული. TPS დაფუძნებულია დონეების მეთოდის შემოღებაზე, Just-in-Time და Jidoka- ს მხარდამჭერი სისტემების თანხლებით.


"ტოიოტას" წარმოების სისტემა (TPS)

ტოტალური ხარისხის მართვა, ანუ TQM, პროდუქციისა და პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მართვის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია.

TQM ეფუძნება იმ კონცეფციას, რომ პროდუქციისა და პროცესების ხარისხზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც ჩართულია ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ან მომსახურების შექმნაში, ან მოხმარებაში. ეს მოითხოვს მენეჯმენტის, მუშახელის, მომწოდებლებისა და მომხმარებლების ჩართვას მომხმარებელთა მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, ან გადასაჭარბებლად.


Gemba (ან GENBA)

იაპონური სიტყვა, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს "ნამდვილ ადგილს". გამოიყენება KAIZEN™-ის კონტექსტში, Gemba ჩვეულებრივ მიანიშნებს იმ ადგილს, სადაც ღირებულებაა დამატებული, როგორიცაა მაღაზიის სართული. უფრო ფართო გაგებით, Gemba ნიშნავს ნებისმიერ ადგილს კომპანიაში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა; ამდენად, ის შეიძლება, იყოს რამდენიმე: საინჟინრო Gemba, გაყიდვების Gemba, საბუღალტრო Gemba და ა.შ.


KAIZEN™

იაპონური ტერმინი: "ცვლილება გაუმჯობესებითვის". KAIZEN™ არის ეტაპობრივი და გრძელვადიანი მიდგომა, რათა მიღწეულ იქნას მცირე, ზრდადი ცვლილებები პროცესებში  ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად . KAIZEN™ პოპულარიზირებულ იქნა მასააკი იმაის მიერ მისი წიგნით "კაიზენი: იაპონიის კონკურენტული წარმატების გასაღები".


KAIZEN™ კულტურა

ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ეფუძნება სამ პრინციპს - პროცესი და შედეგები, სისტემური აზროვნება და არა განკითხვა/ ან დაბრალება.


KAIZEN™ წინადადებების სისტემა

KAIZEN™ წინადადებების სისტემა არის ინდივიდზე ორიენტირებული KAIZEN™- ის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი დიზაინი ყურადღებით არის დაგეგმილი, განხორციელებული და გაცნობილი. მკაცრი ყურადღება ექცევა ტოპ მენეჯმენტის რეაგირებას და ასევე უკუკავშირის, აღიარებისა და დაჯილდოების სისტემის ჩამოყალიბებას.


KAIZEN™-ის დაფუძნება

KAIZEN™- ის სამი პრინციპი და შვიდი კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს სისტემებსა და მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია უწყვეტი გაუმჯობესებისა და ტოტალური ხარისხის მართვისთვის და რომელიც ქმნის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კულტურასა და აზროვნებას.


PDCA

გაუმჯობესების ციკლი ანუ PDCA ციკლი (იგივე PDSA ციკლი) ესაა ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მოდელი, რომელიც შედგება გაუმჯობესებისაკენ მიმართული ლოგიკურად დაკავშირებული ოთხი განმეორებადი ნაბიჯისგან:"დაგეგმე", "შეასრულე", "შეისწავლე (შეამოწმე)" და "იმოქმედე".


QCD (ხარისხი, ღირებულება, მიწოდება)

QCD- ის (ხარისხი, ღირებულება, მიწოდება) კონცეფცია, ძირითადად ხაზს უსვამს პროდუქციისა და მომსახურების მომხმარებელზე მიწოდებას უკეთესი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასებით და დროულად.


SDCA ციკლი (სტანდარტიზაცია, ქმედება, კონტროლი, ქმედება)

PDCA ციკლის გაუმჯობესებული ვერსია, რომლის მიზანიც საწარმო პროცესის სტაბილიზაციაა, სანამ ვეცდებით მისი გაუმჯობესების გზების ძიების დაწყებას.


TAKT-ის დრო (TAKT time)

ერთი ნაწილის წარმოების ნაკადების დაბალანსების უმთავრესი ელემენტი - TAKT დრო გამოითვლება მომხმარებლის ჯამური დღიური მოთხოვნის, რომელიც გამოისახება შესაბამისი მზა პროდუქციის ერთეულებში (სატელევიზიო კომპლექტი, ავტომობილები, და ა.შ.) შეფარდებით წარმოებისთვის საჭირო მთლიან დროზე (წუთებში, ან წამებში) 24 საათის განმავლობაში.


ანდონ (Andon)

ვიზუალური მართვის მექანიზმი, რომელიც წარმოიშვა იაპონური სიტყვა "ნათურა"-სგან. ყველაზე ხშირად, „ანდონ“-ის ნათურებს აყენებენ მანქანა-დანადგარებზე, ან საწარმოო ხაზებზე, რომლებიც მიუთითებენ ოპერაციის სტატუსის შესახებ, აცნობებენ მენეჯერს, ოპერატორებს და სხვა მუშაკებს. ანდონები ხშირად ფერებით არის კოდირებული: მწვანე (ჩვეულებრივი ოპერაციები), ყვითელი (ცვლილება ან დაგეგმილი ტექ.სამუშაოები) და წითელი (ხარისხის ან საწარმოო პრობლემა, მანქანის გაჩერება) ხშირად კომბინირებულია აუდიო სიგნალით, როგორიცაა მუსიკა ან სიგნალიზაცია. ანდონ-ის კონცეფცია ასევე შეიძლება, გამოყენებულ იქნას პროექტის სხვადასხვა სტატუსის აღსანიშნავად: ფერების მწვანე, ყვითელი ან წითელი მაჩვენებლით მაგ. "მონიტორინგი", "შეჩერებული", "დაგვიანებული", ან აღნიშნონ საქმიანობის ზოგადი შედეგი, მაგ. "შესრულებული", "ჩამორჩენილი", "შეუსრულებელი".


გარე დამკვეთი

საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს კომპანიის პროდუქციას ან მომსახურებას, მაგრამ არ არის ორგანიზაციის თანამშრომელი ან ნაწილი. მსოფლიო დონის კომპანიების მიზანია, "მუდმივად აღაფრთოვანონ" ეს  მომხმარებელი, რითიც საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების მიმართ შექმნიან "მზარდ მიჯაჭვულობას".


გაუმჯობესების ციკლი

გაუმჯობესების ციკლი ანდა PDCA ციკლი (იგივე PDSA ციკლი), ესაა ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მოდელი, რომელიც შედგება ლოგიკურად დაკავშირებული ოთხი განმეორებადი ნაბიჯისგან და მიმართულია მუდმივი გაუმჯობესებისაკენ:"დაგეგმე", "შეასრულე", "შეისწავლე (შეამოწმე)" და "იმოქმედე".


ვარუსა-კაგენი (Warusa-Kagen)

ტერმინი TQC  ეხება საკითხებს, რომლებიც პრობლემებად ჯერ არ ჩამოყალიბებულან, თუმცა მაინც არასწორია. ისინი ხშირად გაუმჯობესების პროცესის საწყისი ეტაპია, რადგანაც თუ მათ არ შევეხეთ, შეიძლება, სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდონ. Gemba- ში, როგორც წესი, ოპერატორები არიან პირველები, რომლებიც შენიშნავენ Warusa-Kagen და ვინც არიან გაუმჯობესების საფრონტო ხაზზე.


ვიზუალური მართვა (VM)

ვიზუალური მართვა წარმოადგენს ტექნიკას, რომელიც მოიცავს სამუშაო გარემოს შექმნას ვიზუალური კომუნიკაციისა და კონტროლის მექანიზმებით. VM- ის ფილოსოფია განიხილება იმის გათვალისწინებით, რომ "რაც გაზომვადი და ნაჩვენებია, ის სრულდება". მარტივი ვიზუალური ინსტრუმენტები გამოიყენება სამიზნე მდგომარეობის გამოსავლენად და ნებისმიერ გადახრას მოჰყვება მაკორექტირებელი ქმედება. ეს ასევე გვეხმარება იმ პროცესების გაგებაში, რომლებიც დადგენილია და მოქმედებს.


ზედა მიმართულებით მართვა

KAIZEN™ კონცეფცია და პროცესი, რომლის დროსაც უწყვეტი გაუმჯობესებით ხდება ხარვეზების აღმოფხვრა წარმოების თითოეულ მომდევნო ეტაპზე "სულ ზედა" დონემდე, პირველად ინსპექტირებაში, შემდეგ საწარმოო ხაზში, შემდეგ კი განვითარებაში.


ზოგადი მიზეზები

ხარისხის კონტროლში, ვარიაციის ჩვეული წყარო 1. შემთხვევითი, 2.ყოველთვის არსებული და 3. გავლენას ახდენს პროცესის ყველა შედეგზე. "ზოგადი მიზეზები", როგორც წესი, მიჩნეულია სისტემის ელემენტად, რომელიც მხოლოდ მენეჯმეტის მიერ შეიძლება, იქნას შესწორებული. ასევე უწოდებენ "დაკისრებულ მიზეზს".


ზუსტად დროში "Just-in-Time (JIT)"

ესაა სისტემა, რომელიც დამყარებულია წარმოების გათვლაზე კლიენტის მოთხოვნის მიხედვით და არა დაგეგმილ წარმოებაზე. ეს ტექნიკა შეიძლება, განხორციელდეს "Lean"-ის სხვადასხვა მექანიზმების დახმარებით, როგორიცაა უწყვეტი ნაკადი, Heijunka, KANBAN, სტანდარტიზებული სამუშაო და Takt დრო. ამ მეთოდის შედეგები განაპირობებენ შიდა დაბალანსებას, ერთ ნაწილიან ნაკადს, მცირე ნედლეულის მარაგებს.


იოკოტენ (Yokoten)

Yokoten იაპონური სიტყვაა და "ჰორიზონტალურ განლაგებას" ნიშნავს და ეხება ერთ ადგილას მიღწეული KAIZEN™- ის საუკეთესო შედეგების გამოყენებას სხვა სფეროებში. Yokoten ასევე  "კოპირებას" უკეთებს პროდუქტის დიზაინის იდეებს, ბიზნეს პროცესებს, ან უკეთესს მანქანა პარამეტრებს, მასალებს, ან მეთოდებს ზოგადად. Yokoten-ს სჭირდება "მიდი და ნახე"-ს კულტურა - დეპარტამენტებს შორის  ინფორმაციის გაზიარება, როგორც წარმატებულობის, ასევე წარუმატებლობის შესახებ.8 ნაბიჯიანი პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული პროცესის შესაბამისად, რომელიც ცნობილია TBP (Toyota Business Practice / ტოიოტას ბიზნეს პრაქტიკა) სახელით, Yokoten- ის საქმიანობა ხდება ამ 8 ბიჯით:

  • დაადგინე პრობლემა
  • დაყავი პრობლემა
  • დასახე მიზანი
  • გაანალიზე მთავარი მიზეზი
  • მოიფიქრე საწინააღმდეგო ზომები
  • განჭვრიტე საწინააღმდეგო ზომების შედეგები
  • შეაფასე ორივე: შედეგები და პროცესი
  • სტანდარტიზირება გაუკეთე წარმატებებს, ისწავლე შეცდომებზე

Yokoten, Lean კულტურის გრძელვადიანი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, თუმცა ასევე შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს მოკლევადიან შედეგებზეც. Yokoten წარმატების მულტიპლიკატორია - შეასრულეთ კარგი KAIZEN™ და მიიღებთ შედეგებს, ისწავლეთ და გამოიყენეთ იქ, სადაც შესაძლებელია, და თქვენც დაუყოვნებლივ გააორმაგებთ ან კიდევ უფრო მეტად გაამრავლებთ დადებით ეფექტს.  არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ თავისთავად ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ Yokoten იმისათვის, რომ ეფექტურნი ვიყოთ მომავალში. ეს, ზოგადად "Lean" მართვას ეხება.


კანბან (KANBAN)

ფირმა "ტოიოტას" მიერ შემუშავებული, ე.წ. "Just-in-Time" წარმოებისას მასალების მოთხოვნისა და ინვენტარის კონტროლის სისტემა. KANBAN ხშირად განიხილება, როგორც "Lean" წარმოების ცენტრალური ელემენტი და სავარაუდოდ, ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ე.წ. Pull მანიშნებელ სისტემაში. KANBAN ვიზუალური ნიშანია (Kan- ბარათი, Ban-სიგნალი). KANBAN წარმოადგენს  ავტომატური შევსების პრინციპზე დაფუძნებულ რეგულირებად სისტემას, როდესაც (სასიგნალო ბარათების მეშვეობით დამატებითი საქონლის მოთხოვნა) საქონლის ნაკადების შევსება ხდება გარე მომწოდებლებიდან, საწარმოს შიგნით ან მომხმარებლებისთვის. 


კომპანიის კულტურა

ღირებულებები და ქცევები, რომლებიც ხელს უწყობენ და განსაზღვრავენ ორგანიზაციის უნიკალურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ გარემოს.


კონტროლის გრაფიკი

გრაფიკი ზედა და ქვედა კონტროლის ლიმიტებით, რომლის მეშვეობითაც მანქანა ან პროცესი "კონტროლდება". ხშირად შუა ხაზი, ამ ორ ლიმიტს შორის არის მოქცეული და ხელს უწყობს ერთი ან მეორე მიმართულებით დამოკიდებულების გარკვევას. სქემაზე კრიტიკული ზღვრების განსაზღვრით, შეიძლება იმის გაზომვა, თუ როდის შეიძლება, მანქანა გამოვიდეს მწყობრიდან და როდის უნდა იყოს შეკეთებული. ესაა ერთ-ერთი მიდგომა "ხარისხის შვიდ ბაზისურ მექანიზმში".


მიწოდების დრო

მთლიანი დრო კლიენტის მხრიდან შეკვეთის მიღებიდან მზა პროდუქტის გამზადებამდე კლიენტთან გასაგზავნად. მომსახურების ინდუსტრიაში კი - დრო, საჭირო კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან, მის დაკმაყოფილებამდე.


მოქნილი დაკომპლექტება (Shojinka)

Shojinka ნიშნავს "ცოცხალი ძალის მოქნილ ხაზს" და  პროდუქციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებლობას, რომ მოხერხდეს ხაზის ცვლილება ნებისმიერი რაოდენობის მუშაკისა და შეცვლილი მოთხოვნებისათვის.

მას ხშირად უწოდებენ "შრომის წრფიულობას" ინგლისურ ენაზე, რაც არის უნარი ხაზის დაბალანსებისა, მაშინაც კი, როდესაც წარმოების მოცულობა მერყეობს ზემოთკენ ან ქვემოთკენ.


მუდა (Muda)

იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს "დანაკარგს" და TPS-ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც რესურსების ოპტიმალური განაწილებისგან გადახვევის ამსახველი სამი ტიპიდან წარმოადგენს ერთ-ერთს (muda, Mura [არარეგულარობა ან უსწორმასწორობა] და Muri [დაძაბული]).


მუდა-გასეირნება (Muda-Walk)

ე.წ. Gemba დათვალიერებისას, შეამჩნიო მტკიცებულება, რა შეიძლება იყოს Muda-ს სხვადასხვა ტიპი. ამ გასეირნების მიზანია, რომ აჩვენო სამუშაო ადგილი (Gemba) სავსეა მონაცემებითა და გაუმჯობესების შესაძლებლობებით მათთვის, ვისი თვალიც გავარჯიშებულია ამის დასანახად. მუდა-გასეირნების მიზანი არ არის ვინმეს ბრალეულობის გამოვლენა, ან გამტყუნება. ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს, იპოვოს პრობლემებსა და შეცდომებში დამნაშავე, ეს მიდგომა ცდილობს, პრობლემა განიხილოს სხვებთან ერთად, გადაჭრის საუკეთესო გზის მოსაძებნად. ეს პრინციპი ასევე გულისხმობს ბავშვურ ცნობისმიყვარეობას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის პროცესი და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება ნაცვლად იმისა, რომ განვსაჯოთ - უკვე გაკეთებული საქმე  კარგია თუ ცუდი, სწორი თუ არასწორი. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ მენეჯერებმა არასდროს განსაჯონ გადაწყვეტილება, რადგან ბრძნული განსჯა ყოველთვის საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად.


პოლიტიკა

იაპონიაში ეს ტერმინი გამოიყენება როგორც გრძელი და საშუალო ვადიანი მენეჯმენტის პრიორიტეტების, ასევე  წლიური მიზნებისა ან სამიზნეების აღწერისთვის. "პოლიტიკა" შედგება ორივესგან: მიზნებისა და ღონისძიებებისგან (მიზნები და საშუალებები). მიზნები (საკონტროლო წერტილები), როგორც წესი, რაოდენობრივი მაჩვენებლებია, რომლებიც დადგენილია ტოპ მენეჯმენტის მიერ, როგორიცაა გაყიდვები, მოგება და საბაზრო წილი. ღონისძიებები (საშუალედო წერტილები) - არის კონკრეტული სამოქმედო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ამ მიზნების მიღწევას.


პოლიტიკის განხორციელება

ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი პირდაპირ - ხაზის მენეჯერების მეშვეობით და ირიბად - ჯვარედინი ფუნქციების ინტეგრაციითა და ურთიერთთანამშრომლობით.


რადარული გრაფიკი

წრიული გრაფიკი ათი სხივით და წვეტით, თითოეული KAIZEN™-ის სამი პრინციპისა და შვიდი კონცეფციის შესაბამისად. იგი გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც აფასებს ნულიდან (თავი) ათამდე (ბოლო) სკალით ორგანიზაციის მაჩვენებლების შესაბამისობის ხარისხს KAIZEN™-ის პრინციპებთან და კონცეფციებთან.


სტატისტიკური ხარისხის კონტროლი (SQC)

სტატისტიკური მექანიზმების გამოყენება (Pareto გრაფიკები, ჰისტოგრამები, მიზან-შედეგობრივი დიაგრამები და სხვა) მანქანა-დანადგარების მუშაობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, ან ხარისხობრივი პრობლემის გადაწყვეტა არსებული მექანიზმებით.


ღირებულებათა ნაკადის რუქის შედგენა

მიმდინარე მდგომარეობის ვიზუალური სურათის შედგენა თუ როგორ მიედინება საქონელი და ინფორმაცია მომწოდებლიდან ჯერ საწარმოში და შემდეგ მომხმარებლამდე. იზომება ჯამური მიწოდების დრო, პროცესის ციკლი და დამატებითი ღირებულების დროები. სამომავლო სურათი იქმნება, სასურველ მიზნებზე, საბაზრო პირობებსა და ბიზნესის სტრატეგიულ დაგეგმვაზე დაყრდნობით.


შედეგზე ორიენტირებული მენეჯმეტი

მართვის სისტემა, რომელიც ზოგადად ასოცირდება კონტროლთან, შედეგთან, პროდუქტთან ან პრაქტიკულ შედეგთან, დაჯილდოებასა და/ან დასჯასთან.


შიდა დამკვეთი

ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, რომელიც დამოკიდებულია მეორე წევრის დახმარებაზე, რათა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, როგორიცაა გაყიდვების წარმომადგენელი, რომელიც საჭიროებს დახმარებას კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლისგან იმისათვის, რომ განათავსოს შეკვეთა.


შოჯინკა (Shojinka)

სამუშაო ძალის მართვის იმგვარი სტილი, რომელიც ნაკლები მოთხოვნის შემთხვევაში, მუშახელს მოაკლებს კონკრეტულ ადგილას და გადაანაცვლებს იქ, სადაც უფრო მეტი ადამიანური რესურსია საჭირო. ან, როდესაც პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, მუშახელის გადანაცვლება მოხდეს, საჭიროებიდან გამომდინარე, იმ ადგილებიდან, სადაც ამ მოცემულ მომენტში ნაკლები რესურსია საჭირო. გათვალისწინებულია ისეთ სისტემაზე, რომელსაც ესაჭიროება მანქანა-დანადგარების მაქსიმალური წარმადობის მიღწევა და არ ითვალისწინებს კლიენტის მოთხოვნას, ან TAKT-ის დროს.


ცვლადების კონტროლი და განმეორებითი პრევენცია

KAIZEN™ კონცეფცია, რომელსაც ხშირად აგრეთვე უწოდებენ "ჰკითხეთ 'რატომ?' ხუთჯერ", ცდილობს ცნობისმოყვარე კითხვებით პრობლემის ძირეული არსის ჩაწვდომას, რათა პრობლემის აღმოფხვრა მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ.


ძირითადი პროცესი

ძირითადი საქმიანობა, ან საქმიანობათა ერთობლიობა, რომელიც უნდა შესრულდეს სამაგალითო წესით, რათა უზრუნველყოს ფირმის კონკურენტუნარიანობა, რადგან იგი სძენს ამ პროცესის შედეგს უმთავრესს მნიშვნელობას.


წყლის ობობა (Mizusumashi)

პირი, რომელიც ახორციელებს კომპონენტების, ნედლეულის და ა.შ. ლოჯისტიკას მცირე რაოდენობებით სამუშაო სადგურებზე, სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინვენტარის მინიმიზაციის მიზნით. ეს მანქანა-დანადგარების უფრო მჭიდროდ დადგმის საშუალებას იძლევა და ათავისუფლებს ოპერატორს მისი სამუშაო ციკლის დროითი დაბრკოლებისგან, რაც ამცირებს ტრასნსპორტირების MUDA-ს. წყლის ობობები ჩვეულებრივ გამოცდილი მუშაკები არიან. მათ იციან, სადაა საჭირო ნაწილები, ან ნედლეული და ემსახურებიან რამდენიმე სამუშაო სადგურს.


ხარისხის არა-სტატისტიკური კონტროლი

ხარისხის კონტროლის მეთოდების უმრავლესობა არაა სტატისტიკური, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც კავშირი აქვს ადამიანურ რესურსებთან. ეს ელემენტებია: თვითდისციპლინა, მორალი, კომუნიკაციები, ადამიანური ურთიერთობები და სტანდარტიზაცია. სტატისტიკა მხოლოდ ერთი ბერკეტია ხარისხის კონტროლისათვის და შეზღუდულად გამოიყენება ადამიანებისა და მეთოდების მიმართ.


ხარისხის კონტროლი ჯგუფური მასშტაბით (GWQC)

ყველა ელემენტის მუდმივი ურთიერთქმედების სისტემა, მათ შორის, მომწოდებლებთან, რომლებიც პასუხს აგებენ მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე პროდუქტის ხარისხს მუდმივად გაუმჯობესებასა  და მომსახურებაში.


ხარისხის ფუნქციის განხორციელება

სისტემა, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლის მოთხოვნები, ცნობილი როგორც - "ნამდვილი ხარისხის მახასიათებლები", გარდაისახება განმსაზღვრელ მახასიათებლებად, რომელიც "შესატყვისი მახასიათებლების" სახელითაა ცნობილი. მათ შემდეგ იყენებენ ისეთ ქვე-სიტემებში, როგორიცაა კომპონენტები, ნაწილები და წარმოების პროცესები, რათა შეიქმნას ისეთი ახალი პროდუქტი, რომელიც ზუსტად დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს. QFD არის KAIZEN™-ის ერთ-ერთი შვიდ სისტემათაგანი.


ხილვადი მართვა

სამუშაო ადგილზე ინფორმაციის ფართო სპექტრის წარმოდგენა. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება, შეეხებოდეს კონკრეტულ სამუშაოს, ან მთლიანად ბიზნესს ზოგადად, იმის მანიშნებლად, თუ როგორ მუშაობს სამუშაო ჯგუფი ამა თუ იმ პროექტზე. ხილვადი მართვის მაგალითებია: კანბანის ბარათები, ხელსაწყოებიხ ჩრდილ-დაფები,  საინფორმაციო დაფები და ა.შ.


ხუთი S (5S)

5S არის მარტივი გზა თქვენი სამუშაო ადგილის სუფთად, ეფექტურად და უსაფრთხოდ მოწყობაში, რათა გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა, ვიზუალური მართვა და უზრუნველყოთ სტანდარტიზებული მუშაობა.

  • 5S Seiri; მოწესრიგება, გაწმენდა, კლასიფიკაცია
  • 5S Seiton; გაძლიერება, გამარტივება, დალაგება
  • 5S Seiso; მტვრის მოშორება, გაპრიალება, გამოწმენდვა, გასუფთავება და შემოწმება
  • 5S Seiketsu; სტანდარტიზება, სტაბილიზაცია, შესაბამისობა
  • 5S Shitsuke; მდგრადობა, თვითდისციპლინა, სტანდარტიზაცია

ჯამური პროდუქტიულობის შენარჩუნება (TPM)

ტოტალური ხარისხის მართვა, ანუ TQM, პროდუქციისა და პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მართვის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია.

TQM ეფუძნება იმ კონცეფციას, რომ პროდუქციისა და პროცესების ხარისხზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც ჩართულია ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ან მომსახურების შექმნაში, ან მოხმარებაში. ეს მოითხოვს მენეჯმენტის, მუშახელის, მომწოდებლებისა და მომხმარებლების ჩართვას მომხმარებელთა მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, ან გადასაჭარბებლად.


ჯვარედინ-ფუნქციონალური მართვა

უწყებათაშორისი კოორდინაცია, რომელიც საჭიროა KAIZEN™- ისა და ხარისხის  სრული მართვის სტრატეგიული პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ სრული მონიტორინგი გაუწიოს მიზნებისა და შედეგების მიღწევას.


ჰანედაში (Hanedashi)

ნაწილების ავტომატურად მოცილება. ნაწილები შესაძლოა, ხელით იქნას ჩადგმული მანქანაში, მაგრამ როდესაც ციკლი სრულდება, დამუშავებული ნაწილი ავტომატურად ამოდის, რის შედეგადაც ოპერატორს შეუძლია ახალი ნაწილის უბრალოდ ჩასმა, ხოლო ძველის ახალ პროცესში გადატანა, რაც ამცირებს მისი მთლიანი სამუშაო ციკლის დროს.


arrow up
?>