გამოყენების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს ვებ-გვერდზე. ეს საიტი შპს კაიზენ ინსტიტუტის საკუთრებაა და მის ოპერირებას ახორციელებს კაიზენ ინსტიტუტი საქართველო, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, რეგისტრაციის ნომრით 405207814, მისი მოქმედი ოფისი მდებარეობს - ვაჟა ფშაველას გამზირი 70ა. თბილისი, 0186, საქართველო. ამ ვებ-გვერდის ვიზიტორები ეთანხმებიან საიტის გამოყენების პირობებს, გთხოვთ, გაეცნოთ გამოყენების პირობებს, სანამ გააგრძელებთ მუშაობას.

პასუხისმგებლობის უარყოფა

კაიზენ ინსტიტუტი საქართველო და მისი თანამშრომლები უარს ამბობენ ნებისმიერ ვალდებულებაზე, დანაკარგსა თუ რისკზე, რაც შეიძლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეული იყოს ამ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის ნებისმიერი შინაარსის გამოყენებისა და განხორციელების შედეგად. კაიზენ ინსტიტუტი საქართველო უზრუნველყოფს ამ ვებგვერდს, როგორც სერვისს მათთვის, ვინც დაინტერესებულია  KAIZEN™ კონცეფციითა და ტექნოლოგიით. კაიზენ ინსტიტუტი საქართველო არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, დადგეს ამ საიტიდან მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი არასათანადო გამოყენებით.

კაიზენ ინსტიტუტი საქართველო არ არის პასუხისმგებელი და პირდაპირ უგულებელყოფს ყველა ვალდებულებას, ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც წარმოიშვა ამ საიტზე მოცემული ინფორმაციის გამოყენებით, მითითებით ან მასზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პერიოდულად ახლდება, დამატებითმა ფაქტებმა და ინფორმაციამ ან სამომავლო განვითარებამ შეიძლება, გავლენა იქონიოს ვებგვერდზე მოცემულ სუბიექტებზე. ამასთან, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია სწორია, სრული და თანამედროვე.

ამ სერვერზე გამოქვეყნებული დოკუმენტები და მასთან დაკავშირებული გრაფიკა შეიძლება, შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს. აქედან გამომდინარე, ინფორმაციას ცვლილებები პერიოდულად დაემატება. კაიზენ ინსტიტუტმა საქართველომ შეიძლება, ნებისმიერ დროს გააუმჯობესოს პროდუქციის / პროდუქტების ან / და მომსახურების ამსახველი ცვლილებები.

საავტორო უფლებები

ამ საიტის მთლიანი შინაარსი, როგორიცაა ტექსტი, გრაფიკა, ლოგოები, ღილაკები, სურათები და პროგრამული უზრუნველყოფა, არის კაიზენ ინსტიტუტის საკუთრება და დაცულია აშშ-სა და საერთაშორისო საავტორო კანონმდებლობით.

სავაჭრო ნიშნები

"KAIZEN™", "GEMBAKAIZEN™" და სხვა გრაფიკა, ლოგოები და სერვისის სახელები შპს კაიზენ ინსტიტუტის მომსახურების ნიშნებია და არ შეიძლება, გამოყენებული იქნას ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების მიმართ, რომელიც არ არის კაიზენ ინსტიტუტის საკუთრება, რათა არ გამოიწვიოს მომხმარებელთა შორის დაბნეულობა, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს, ან დისკრედიტაციას გაუწევს კაიზენ ინსტიტუტს.

ვებგვერდის შინაარსის გამოყენება

ამ ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის (მაგალითად, სტატიები, მაგალითები, სიახლეები, განცხადებები, ფოტოები, ისტორიები და ა.შ.) გამოყენების ნებართვა გაიცემა, თუ:

  1. ქვემოთ მოყვანილი საავტორო უფლება და ნებართვა გამოჩნდება ყველა ასლში
  2. ვებ-გვერდის ამგვარი დოკუმენტების გამოყენება მხოლოდ ინფორმაციული და არაკომერციული და პირადი ხასიათისაა და არ იქნება გადაცემული ან განთავსებული ნებისმიერ კომპიუტერულ ქსელში, ან ნებისმიერი მედიის ეთერში და
  3. არ ხდება ნებისმიერი დოკუმენტის ცვლილება. ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება პირდაპირ აკრძალულია კანონით და შეიძლება, გამოიწვიოს მძიმე სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამრღვევები დაისჯებიან მაქსიმალურად.

ზემოთ მითითებული დოკუმენტები არ მოიცავს კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს ვებ-გვერდის დიზაინსა და განლაგებას, კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს ვებ-გვერდის ყველა ელემენტი, რომელიც დაცულია სავაჭრო ქოლგით, სასაქონლო ნიშნით, უსამართლო კონკურენციისა და სხვა კანონებით, არ შეიძლება, იყოს გადაწერილი ან იმიტირებული მთლიანად ან ნაწილობრივ. აკრძალულია კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს ვებ-გვერდიდან მისი ლოგოს, გრაფიკის, ხმის ან გამოსახულების გადაწერა, ან რეტრანსლირება, თუ პირდაპირ არ არის ნებადართული კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს მიერ.

მონაცემთა დაცვა

კაიზენ ინსტიტუტი საქართველოსთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია გამოყენებულ იქნება, მხოლოდ კონფინდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოლიტიკა, სანამ განაგრძობთ ამ ვებ-გვერდის დათვალიერებას. ჩვენთვის პირადი ინფორმაციის მოწოდებით,  თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას.

გარე ვებგვერდები

ამ ვებ-გვერდზე მოცემული ბმულები მოგცემთ საშუალებას, დატოვოთ კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს ვებ-გვერდი. დაკავშირებული საიტები არ არის კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს კონტროლის ქვეშ და კაიზენ ინსტიტუტი საქართველო არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ შინაარსზე, დაკავშირებულ საიტზე, ან რომელიმე ბმულის შემცველ რაიმე საიტზე, ან რაიმე ცვლილებებზე, ან განახლებებზე ამ საიტებზე. კაიზენ ინსტიტუტი საქართველო არ არის პასუხისმგებელი ვებ-ქასტინგზე, ან ნებისმიერი სხვა ფორმით მიღებულ ტრანსმისიაზე ნებისმიერი დაკავშირებული ბმულიდან. კაიზენ ინსტიტუტი საქართველო ამ ბმულებს მხოლოდ თქვენი მოხერხებულობის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ და ნებისმიერი ბმულის ჩართვა არ ნიშნავს იმას, რომ ის კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს მიერ არის მოწონებული.

იურისდიქცია

წინამდებარე პირობები და წესები  განისაზღვრება და განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმ შემთხვევაში, თუ დავა წარმოიშობა გამოყენების ამ პირობებთან დაკავშირებით ან ნებისმიერი სახის დავა, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდთან კონტრაქტის,  დელიქტისა ან სხვა მსგავსის საფუძველზე, მიეკუთვნება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას.

arrow up
?>