კაიზენ ინსტიტუტი საქართველო B2B შეხვედრებზე

კაიზენ ინსტიტუტი საქართველო 35 ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიას შორის  მიწვეული იყო სახელმწიფო სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"-ის მიერ ორგანიზებულ B2B შეხვედრაზე საკუთარი სერვისების გასაცნობად. შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს 60-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის ბენეფიციარი. ღონისძიებამ საშუალება მისცა ადგილობრივი მომსახურების მიმწოდებლებს, გააცნონ თავიანთი მომსახურება კერძო კომპანიებს და ხელი შეუწყონ  ეკონომიკურ ზრდაში.  "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით 10 000 ლარის ფარგლებში და დაფარონ საკონსულტაციო ღირებულების 80% -მდე. კაიზენ ინსტიტუტმა საქართველომ წარუდგინა საკუთარი საკონსულტაციო სერვისები და ტრენინგ კურსები მოწვეულ კომპანიებს. ამ შეხვედრების შედეგად კაიზენ ინსტიტუტმა საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე დაინტერესებულ კომპანიასთან ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ლინ მენეჯმენტის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

arrow up
?>