KAIZEN™ პროექტების ლინ მენეჯმენტი

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას KAIZEN™ - უწყვეტი გაუმჯობესებისა და Lean მენეჯმენტის მეთოდოლოგიის შესახებ. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი, პრობლემების გადაჭრის სტრუქტურიზებული ინსტრუმენტების შემუშავება კომპანიის გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად. ტრენინგის მონაწილეებს ასევე უნდა შეეძლოთ დანერგონ Lean მენეჯმენტი და მუდმივი გაუმჯობესების პრაქტიკა, რათა უზრუნველყონ პროექტის ეფექტიანი მენეჯმენტი. ტრენინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მასალის გაზიარებით, არამედ უზრუნველყოფს პრაქტიკულ გამოცდილებასა და ქოუჩინგის საშუალებით ეხმარება მონაწილეებს, პრაქტიკულად გამოიყენონ შეძენილი უნარები წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის. ტრენინგის საშუალებით მონაწილეები სწავლობენ წარმატებული პროექტების შექმნისა და განხორციელების კლასიკურ გზას.

Register now

21 - 23. Jun. 2021

Georgia
Tbilisi

Georgian

1000 GEL

Our Training Goals

სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ Lean პროექტის მენეჯმენტის პრინციპებს KaizenTM მეთოდოლოგიის საშუალებით, რომელიც თავდაპირველად დაინერგა კომპანია Toyota-ში. სემინარი გააღრმავებს დამსწრეთა კვალიფიკაციას Lean მენეჯმენტის ინსტრუმენტებში, ეფექტიანი მენეჯმენტის პრინციპებში და ამავდროულად ხელს შეუწყობს მათ მიერ Kaizen-ის მიდგომების დანერგვას საკუთარ კომპანიებში, რაც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტიულობის ზრდას რესურსების დაზოგვის პარალელურად.

What you learn

- • პროექტის მართვის საფუძვლები
• პროექტის მენეჯმენტის დიზაინი
• პროექტის რესურსების კრიტიკული განაწილება
• პროექტის განხორციელების სასიცოცხლო ციკლი
• პროექტის ძირითადი მაჩვენებლების განსაზღვრა (KPI)
• Lean ლიდერობა და პროექტის ხელმძღვანელობა
• პროექტის დაგეგმვა "კრიტიკული ბილიკის მეთოდით"
• ინფორმაციის ნაკადის პროექტი
• პროექტის Lean მენეჯმენტი
• ობეია ოთახის მოწყობა
• რისკის ანალიზი და შერბილება
• პროექტის კონტროლი
• პროექტის დასრულება

KAIZEN™ პროექტების ლინ მენეჯმენტი

1000 GEL

(local taxes might apply)

Other Dates of this Training

No Results
arrow up
?>