10 ნაბიჯი ფინანსური კრიზისის შესამსუბუქებლად

10 ნაბიჯი ფინანსური კრიზისის შესამსუბუქებლად

დღეს ყველანი ვგრძნობთ 50 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ ‘ჩვეულ ბიზნეს საქმიანობაში’ მნიშვნელოვან შეფერხებებს ბიზნეს ოპერაციებში, მიწოდების ქსელებსა თუ ფულადი სახსრების მიმოქცევაში ამგვარმა მნიშვნელოვანმა შეფერხებებმა ბევრი ბიზნესი დააყენა გადარჩენის საფრთხის წინაშე. ამიტომაც კრიზისის დროს აუცილებელია, სწრაფი ტემპით ვისწავლოთ ადაპტაცია ცვლილებებზე. დოქტორ მაიკლ რაიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაგვიზიარა უმნიშვნელოვანესი ბიზნეს გაკვეთილი-თან დაკავშირებულ მის ბრიფინგზე წლის 13 მარტს:

"თუ თქვენ სვლის გაკეთებამდევე გინდათ, იყოთ სწორი, ვერასდროს გაიმარჯვებთ. სრულყოფილება სიკეთის მტერია, როდესაც საქმე კრიზისის მართვას ეხება. ამ შემთხვევაში, სისწრაფე იწვევს სრულყოფილებას. და პრობლემა, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას უდგას, არის ის, რომ ყველას ეშინია შეცდომის დაშვების. ყველას ეშინია შეცდომის შედეგების. და მაინც, ყველაზე დიდი შეცდომაა სვლის არგაკეთება; უდიდესი შეცდომაა, იყო პარალიზებული მარცხის შიშის გამო."

ამ პანდემიის სწრაფად ცვალებადობის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა შეადგინა ათი ადრეული ქმედება, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ რისკის შესამცირებლად და ახალ გარემოში ადაპტაციისთვის.

‘ატარე გული სახელოთი’ - იყავი ღია და გულახდილი

კრიზისის დროს ხშირად გვავიწყდება ჩვენივე საკუთარი ადრინდელი საჭიროებები. გაითვალისიწინეთ, ახლა თქვენი მომწოდებლები, თანამშრომლები და მომხმარებლებიც შავ დღეში არიან. დაიმუხტეთ მსოფლიო ლიდერების მაგალითებით მუდმივ გაუმჯობესებაში, როგორიცაა მაგ. კომპანია ტოიოტა, რომელმაც წარსულში მრავალ გამოწვევას, კატასტროფას უპასუხა, არასდროს მოუდუნებია ყურადღება თავისი მომხმარებლებისა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის მიმართ. დარჩით თქვენს კლიენტებთან არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პირად დონეზეც კი. პირველ რიგში, იკითხეთ მათი პერსონალის და მხოლოდ ამის შემდეგ ბიზნესის შესახებ. გამოიყენეთ ეს ეკონომიკური ტრაგედია, როგორც პლატფორმა თქვენი კომპანიის ნამდვილი ფერების საჩვენებლად. მიეცით თქვენს გუნდს მაგალითი იმისა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ სხვებს აგრძნობინოთ

როგორ ზრუნავთ მათზე.

გადახედეთ მიმდინარე ინიციატივების ეფექტიანობას

შექმენით ჯვარედინ-ფუნქციური და მულტი-დისციპლინური გუნდი, რომ შეაფასონ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი კაპიტალური ინიციატივა და განუსაზღვრეთ მკაცრი ვადები უკუკავშირისთვის (მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში). ამ გუნდის შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ მასში შედიოდნენ გუნდის წევრები ასაკისა თუ წოდების მიუხედავად, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ პროექტზე. მათი ხედვა და ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხდება "ადგილზე", ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გუნდმა უნდა შეაფასოს კაპიტალური პროექტების გაგრძელების ან შეჩერების საჭიროება. გაურკვევლობის დროს, ბიზნესმა მკვეთრად უნდა გააუმჯობესოს პროექტებისა და ინიციატივების ეფექტიანობა, რომ დაიცვან ფულადი სახსრები მიმდინარე რისკებისგან.

გადახედეთ Cash Flow-ს მთლიანად, მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით

თქვენ უნდა მოელოდეთ ფულადი ნაკადის დეფიციტს და შესაბამისად, გადახედეთ პროგნოზებს. ფოკუსირება გააკეთეთ თქვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე და ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ მიმდინარე და შემდეგ კვირაზე. თქვენი დროის უმეტესი ნაწილი დახარჯეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააკონტროლოთ მომდევნო 30 დღიდან 90 დღემდე. თუ თქვენ ხარჯავთ რესურსებს ექვსთვიანი გეგმებისა და პროგნოზების შექმნაზე, გაითვალისწინეთ, რომ უკეთესია აქცენტი გააკეთოთ მხოლოდ მიმდინარე მდგომარეობაზე.

კომუნიკაცია ფინანსური ხარჯების შემცირების საჭიროების შესახებ

თქვენი კომპანიის შიგნით ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გადამწყვეტია. დარწმუნდით, რომ თქვენს ლიდერებს მომართავთ ხარჯების შემცირებაზე, თუმცა უზრუნველყავით მისი შესაბამისი შესრულებაც. ერთმა უგუნურმა ლიდერმაც კი, რომელიც იწყებს ხარჯების შემცირებას ხალხის განთავისუფლებით, შესაძლოა, კომპანია პანიკის მორევში ჩაძიროს. სთხოვეთ თქვენს თითოეულ კადრს, განსაზღვროს ის სფეროები, სადაც ხარჯვის შემცირება შესაძლებელია. განუმარტეთ გუნდს, რომ ეს ყველას სასიკეთოდაა და ყველა იდეა მისასალმებელია! იყავით გამჭვირვალე იმის საჩვენებლად, რომ თანამშრომლების თანამდებობიდან განთავისუფლება ბოლო გზაა, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა. მომართეთ თქვენი გუნდი არსებული საზღვრების გასაფართოებლად და დაამსხვრიეთ პარადიგმები დაზოგვის გზების მოსაძებნად. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ დანერგოთ დღიური KAIZEN™ თქვენს რუტინულ საქმიანობაში და გამოიყენოთ პრობლემების სტრუქტურიზებული გადაჭრის ბერკეტები, რომ ხელი შეუწყოთ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას.

გადახედეთ სადაზღვევო პოლისებს

ამინდით, დაგვიანებული მიწოდებით, რეგულაციების ცვლილებით, ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული შეფერხებები და ტრანსპორტირების დროს მიყენებული ზარალი ხშირად დაფარულია სადაზღვევო პოლისით. კერძოდ, მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა კომპანიებმა უნდა გადახედონ დაზღვევის დაფარვას, ჰქონდეთ შეფერხებების მოლოდინი და მოემზადონ ყველაზე უარესი სცენარებისთვის. შესაძლოა, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ თავიდან აიცილოთ პრეტენზიები, რომლებიც აუცილებლად იქნება.

შექმენით ანტიკრიზისული გეგმა

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას თქვენი ბიზნესის სტაბილიზაციისთვის. ლიდერების გუნდმა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოაყალიბოს ანტიკრიზისული გეგმა და სწრაფად დაიწყოს მისი განახორციელება. გეგმა ყოველდღიურად უნდა გადაიხედოს, მოხდეს შესაბამისი გუნდის მუდმივი ინფორმირება მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად და გეგმის განვითარების მუდმივად დასახვეწად. ამ სცენარში სრულყოფილება მტერია; გეგმის პირველი პროექტი უნდა შემუშავდეს ერთ დღეში, შემდეგ კი ყოველდღიურად უნდა განვითარდეს და გადაიზარდოს უფრო მძლავრ გეგმაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ გეგმის შესახებ მხოლოდ ოთახში მყოფმა ადამიანებმა იციან, იგი ჩავარდება. სტრატეგია უნდა გააცნოთ სხვებსაც კომპანიაში და იყოთ ღია კითხვებისა და უკუკავშირისთვის.

ისეთი კონცეფციების დანერგვა, როგორიცაა "Strat To Action" (სტრატეგია ქმედებისთვის) და მისიის საკონტროლო ოთახი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციისა და რეაგირების პერიოდებს მუდმივად განვითარებად მოვლენებზე. ძალისხმევის რეგულარული განხილვა და გადანაწილება - დაგეგმვა, გაკეთება, შემოწმება, მოქმედების (Plan-Do-Ckeck-Act) მოდელი დაგეხმარებათ ამაში. შენელებული ან გაჩერებული ბიზნესის შემთხვევაში, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ყოველდღიურად და განაახლეთ თქვენი გუნდი ინფორმაციით. განსაზღვრეთ დღის წესრიგი და დრო, მოითხოვეთ, რომ ყველა თანამშრომელი შემოგიერთდეთ და გააკეთეთ ყოველდღიური განახლება გამონაკლისის გარეშე. არანორმალურ სიტუაციაში ეს თქვენს გუნდს რუტინას შეუქმნის და ამავდროულად გაამხნევებს ამ გაურკვეველ სამყაროში ოპერირებისას.

ეძიეთ მოკლევადიანი დაფინანსება და დახმარება

გადახედეთ დახმარების პროგრამებს ბიზნეს საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ისარგებლეთ ადგილობრივი რესურსებით, როგორიცაა ბანკები, საკრედიტო ინსტიტუტები და სხვა ადგილობრივი ფინანსური რესურსი, რომელსაც ექნება მეტი მოქნილობა და სწრაფი რეაგირება თქვენს საჭიროებებზე.

გაჭირვების მიუხედავად, იყავით გამჭვირვალე

როგორც კაიზენის ინსტიტუტის დამფუძნებელი მასააკი იმაი იტყოდა, ”ეძიე ათი ადამიანის სიბრძნე ერთის ცოდნაზე მეტად”. შესაძლებელია, არ გვქონდეს ყველა კითხვაზე პასუხი, თუმცა ჩვენს გუნდთან გამჭვირვალე უნდა ვიყოთ. თუ სამუშაო ადგილებია კითხვის ნიშნის ქვეშ, უმჯობესია, წინასწარვე იყოს ცნობილი და გუნდი იყოს ინფორმირებული როგორც ამ მდგომარეობის, ასევე ვადების შესახებ ყალბი იმედის მიცემის ნაცვლად, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მათი სამსახურიდან დათხოვნით ან საერთოდ კომპანიის დახურვით. კვლევა აჩვენებს, რომ თუ ჯგუფები ჩართულნი არიან მკაცრი გადაწყვეტილებების შესახებ კომუნიკაციში, მათი რეაგირება და გამძლეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე უცაბედი ნეგატიური სიურპრიზი.

ეძიეთ შემოსავლის ახალი გზები

აღიქვით შექმნილი კრიზისული სიტუაცია, როგორც შესაძლებლობა და დაფიქრდით ახალი (შეიძლება ადრე ნაფიქრი და მერე შეჩერებული იდეებიც კი) შემოსავლის გზებსა და პოტენციალზე.

ინტენსიურად განიხილეთ თქვენი მიმდინარე სამუშაო, შექმენით ‘ტვინიკოსთა ცენტრი’ და აორგანიზეთ ისინი თქვენი ბიზნეს ინოვაციის მოსაძებნად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისოდ აღიარების შემდეგ, ციფრული ქსელები აღმოჩნდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან დასაკავშირებლად მსოფლიო მასშტაბით. ბიზნესმა უნდა გამოიყენოს ციფრული ბერკეტები თავის მომხმარებლებთან ვირტუალურად დასაკავშირებლად და შემოსავლების ახალი გზების მოსაძებნად.

მოემზადეთ აღდგენისთვის

ანტიკრიზისული გეგმის მომზადებისას, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, განსაზღვრეთ გუნდი, რომელიც აქტიურად იფიქრებს და განსაზღვრავს საუკეთესო სცენარის შემთხვევაში მოქმედების გეგმას. გამჭრიახმა ლიდერებმა იციან, რომ დაგეგმვა არასდროს არის ძალიან ადრე და ეს იწყება გაუმჯობესების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე. თუ დროულად დაიწყებთ აღდგენისა და პოსტ-აღდგენის სტრატეგიებზე მუშაობას, აღდგებით ექსპონენტურად მაღალი ტემპით, ვიდრე თქვენი მეწყვილეები, რომლებიც მხოლოდ უარეს სცენარზე მორგებას გეგმავდნენ.

გახსოვდეთ, ფინანსური კრიზისისას გადარჩენის მარტივი ფორმულა არ არსებობს. გადაჭარბებული ან დაქვეითებული რეაქცია, არაფრის გაკეთება - ყველაზე კრიტიკული შეცდომებია, რაც მომავალში ძვირი დაგიჯდებათ. დოქტორ რაიანის სიბრძნეს რომ დავუბრუნდეთ:

"გაკვეთილები, რაც ჩემს კარიერაში მივიღე ებოლას რამდენჯერმე აფეთქებისას, მკარნახობს, რომ უნდა იყოთ სწრაფი. არ უნდა შეგიპყროთ სინანულმა. თქვენ თვითონ უნდა იყოთ მოძრაობის პირველი სტიმულატორი. ვირუსი ყოველთვის შეგეყრებათ თუ არ იმოძრავებთ სწრაფად. და თქვენ მზად უნდა იყოთ ამისთვის."

ეჭვგარეშეა, მრავალი ფაქტორი მოახდენს გავლენას თქვენი ბიზნესის გადარჩენაზე, თუმცა იცოდეთ, რომ ამ ყველაფერში ყველა ერთად ვართ და #ჩვენვაჯობებთ.

თუ ამ დროის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ ჩვენს გუნდთან დაკავშირებას. ჩვენ აქ ვართ 24/7 თქვენთვის და თქვენზე ვფიქრობთ.

მოამზადა:
ჯეზე მარტინმა
ჩრდილოეთ ამერიკის კაიზენ ინსტიტუტის წამყვანმა კონსულტანტმა

თარგმნა:
ლალი ყიფშიძემ

კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს დამფუძნებელმა დირექტორმა

arrow up
?>